ათენში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე შეტაკება მოხდა

საბერძნეთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, შეტაკებები ათენში, სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაიწყო. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ოთხი ათასზე მეტი ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა და სავალდებულო ვაქცინაცია გააპროტესტა, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო აცრას ითვალისწინებს.
საბერძნეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც პროტესტი მოჰყვა.
საბერძნეთში დღეს კორონავირუსის დღეს 1 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.