ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა

ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში მიიტანა.
ოფიციალური თელ-ავივის ცნობით, თავდასხმა ჰამასის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. მათი ცნობით, საპასუხო თავდასხმა მას შემდეგ განახორცილეს, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე ცეცხლგამჩენი საჰაერო ბურთები გაუშვეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.