ტუნისის პრეზიდენტმა მასობრივი არეულობის გამო მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა

26.07.21 19:50
ტუნისის პრეზიდენტმა მასობრივი არეულობის გამო მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა

ტუნისში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების გამო მასობრივი არეულობა და გამოსვლები დაიწყო, ქვეყნის პრეზიდენტმა პრემიერი ხიჩემ მეჩიჩი, მთავრობა და პარლამენტი დაითხოვა. კაის საიდი ამჟამად ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს. იუწყება BBC.

ტუნისის პრეზიდენტს ოპოზიცია ქვეყნის გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. უკვე ყოფილ პრემიერი, ,,განახლების პარტიის" ლიდერი, მეჩიჩი, კარგა ხანია, რაც ტუნისის პრეზიდენტს აქტიურად აკრიტიკებს. 

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელს ჩატარდა და მასში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაის საიდმა, გაიმარჯვა.

ტუნისში კორონაინფექციის შემთხვევების გამო ჯანმდაცვის მინისტრი წინა კვირას თანამდებობიდან გადადგა, რადგან, მისი თქმით, ვაქცინაციის სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. 

ტუნისში ამჟამად პროტესტის 2 კერაა, ოპოზიციისა და პრეზიდენტის მომხრეები ქალაქში გამოვიდნენ და ერთმანეთს ქვებს ესვრიან. 

პრეზიდენტი საიდი აცხადებს, რომ არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველები სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებენ.

ტუნისის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ თავდაცვასა და საერთაშორისო პოლიტიკას კურირებს. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ კაის საიდს არ ჰქონდა მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლება. 

ექსპერტები ტუნისში ახალ რევოლუციას ელოდებიან