"მშვიდობის მისია გრძელდება. მეორე გაჩერება: მოსკოვი" - რუსეთში ჩასული ორბანი და რეაქციები დასავლეთში
"მშვიდობის მისია გრძელდება. მეორე გაჩერება: მოსკოვი" - ამის შესახებ რუსეთში ჩასული უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა მოსკოვში და შეხვედრას გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან.
უნგრეთის პრემიერის ვიზიტს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთში. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ "უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს".
ორბანის ვიზიტს გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაეინი:
უნგრეთის პრემიერი მოსკოვს სტუმრობს:
დაწყნარება პუტინს არ შეაჩერებს.
მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ.
დამშვიდება," - წერს ფონ დერ ლაიენი.
უნგრეთის პრემიერის განცხადებას ეხმაურება დონალდ ტუსკიც. პოლონეთის პრემიერ-მინისტრისთვის საგულისხმოა ორბანის განცხადება, რომ "ვიმოქმედებთ, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში".
პრემიერი ორბანი მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე: „ჩვენ ვიმოქმედებთ როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში“. საკითხავია ვის ხელშია ეს ინსტრუმენტი," - წერს ტუსკი.