არაბუნებრივმა და უნამუსო ალიანსმა ფრანგ ხალხს ეროვნული გაერთიანების გამარჯვება წაართვა - ბანდელა

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჯორდან ბარდელა საფრანგეთის არჩევნების შეედგით იმედგაცრუებულია. მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ არაბუნებრივმა და უნამუსო ალიანსმა ფრანგ ხალხს ეროვნული გაერთიანების გამარჯვება წაართვა. ბანდელას თქმით, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა.
არაბუნებრივმა და უნამუსო ალიანსმა ფრანგ ხალხს ეროვნული გაერთიანების გამარჯვება წაართვა, ეს ალიანსები საფრანგეთს ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელში აგდებენ. მესმის ფრანგების იმედგაცრუება, მაგრამ თვეებია, იმედის ქარი ძლიერდება და არასოდეს შეწყვეტს ქროლვას. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანას გაურკვევლობისა და არასტაბილურობისკენ უბიძგა, მაგრამ ყველაფერი ამაღამ იწყება, - განაცხადა ბანდელამ.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული მემრაცხენეების ალიანსია. მეორე ადგილი დაიკავა საპრეზიდენტო ბლოკმა, ხოლო მემარჯვენე პოპულისტური "ნაციონალური გაერთიანება" მესამე ადგილზე გავიდა.