ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა "რუსული კანონის" წყალობით წყალში ჩაიყარა - ლუკ კოფი

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველოს მხოლოდ ერთხელ ხსენებას ქვეყანაში "ქართული ოცნების" მიერ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარებას უკავშირებს.
ლუკ კოფი სოციალურ ქსელ "X"-ზე წერს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეული ძალისხმევა რუსული კანონის დამტკიცებით ივანიშვილის ხელისუფლებამ წყალში ჩაყარა.
როგორც ჰადსონის ინსტიტუტის წარმომადგენელი დასძენს, მიმდინარე სიტუაცია ადასტურებს იმას, რომ "ოცნებამ" საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა".
საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წერს ლუკ კოფი X-ზე.
16 წლის შემდეგ პირველად - ნატო საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს აღარ იმეორებს. შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს,
ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.