"ის რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო, რადგან ამერიკელია'' - ბაიდენი WSJ-ის ჟურნალისტის პატიმრობაზე

19.07.24 22:15
"ის რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო, რადგან ამერიკელია'' - ბაიდენი WSJ-ის ჟურნალისტის პატიმრობაზე

ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია -ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯას.

“დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ.

როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი და გაერომ დაადასტურა, კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ევანს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით, ყველასთან დაპირისპირებას, ვინც პრესაზე თავდასხმას ან სამიზნეში ჟურნალისტების ამოღებას ცდილობს. დამატებით, ჩემი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან, უფრო მაღალი პრიორიტეტი არ მქონია, ვიდრე ევანის, პოლ უილენის და ყველა ამერიკელის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნება, ვინც საზღვარგარეთ უკანონოდ დააკავეს და ტყვეობაში ამყოფებენ. ევანმა თავის გასაჭირს აღსანიშნავი სიძლიერით გაუძლო. მის სახლში დაბრუნების ჩვენს მცდელობებს არ შევწყვეტთ. ჯილი და მე ევანისთვის და მისი ოჯახისთვის ვლოცულობთ,” - განაცხად ბაიდენმა.

გერშკოვიჩისთვის 16 წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშეც".

"უოლ სტრიტ ჯორნალის" ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს უსამართლოდ მიუსაჯეს 16-წლიანი პატიმრობა. „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შეერთებულ შტატებში დაბრუნებას. "- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში WSJ-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი გაასამართლეს და 16 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაუშვეს. 

გერშკოვიჩი  2023 წლის მარტში ეკატერინბურგში დააკავეს, სადაც WSJ-ის რედაქციის სახელით მივლინებით იმყოფებოდა. სასამართლო პროცესის მოლოდინში ჟურნალისტმა 15 თვე გაატარა მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.