სროლის შედეგად დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი საავადმყოფოში გარდაიცვალა
უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმაციას ლვოვის პირველი სამედიცინო ასოციაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაცია დაადასტურა ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმაც.
შეგახსენებთ, ფარიონის ლვოვში 19 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავში ჭრილობები მიაყენეს. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი 20-25 წლისაა. მის დასაკავებლად უკრაინელი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.