ლვოვში რადას ყოფილ დეპუტატს ესროლეს - ამ წუთებში, ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან
ლვოვში რადას ყოფილ დეპუტატს ესროლეს - ამ წუთებში, ექიმები ირინა ფარიონის გადარჩენისთის იბრძვიან.
არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლი ტაძარში ყოფნისას გაუხსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაშია. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი 20-25 წლისაა. მის დასაკავებლად უკრაინელი სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ფარიონზე თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
"უკრაინის ეროვნული პოლიციისა და SBU-ს ყველა საჭირო ძალა ჩართულია ამ დანაშაულის გარემოებების დადგენაში. ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის იბრძვიან. ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დასაგმობია და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“ - წერს ზელენსკი.