ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აღვნიშნე ორპარტიული აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად - ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი X-ზე ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან საუბრის დროს პენსილვანიაში ტრამპის მკვლელობის მცდელობა დაგმო.
"მე ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა მისთვის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა და დამეგმო შოკისმომგვრელი მკვლელობის მცდელობა პენსილვანიაში. მომავალში მას ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება ვუსურვე.
მე აღვნიშნე ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.
აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ორპარტიული და ორპალატიანი ამერიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა.
უკრაინა ყოველთვის მადლობელი იქნება შეერთებული შტატების დახმარებისთვის ჩვენი შესაძლებლობის გაძლიერებაში, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსულ ტერორს. რუსული თავდასხმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება.
ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან, რომ პირად შეხვედრაზე განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯებს შეუძლია, გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი", - წერს ზელენსკი.