რას ამბობს ტრამპი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ
სატელეფონო საუბარი ტრამპსა და ზელენსკის შორის - აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Truthsocial-ში გამოაქვეყნა.
„მე მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზელენსკის, მისი მიმართვის გამო, იმიტომ, რომ მე როგორც შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი მოვიტან მშვიდობას და ბოლოს მოვუღებ ომს, რომელმაც შეიწირა ბევრი სიცოცხლე და დაანგრია ურიცხვი უდანაშაულო ოჯახი.
ორივე მხარეს შეუძლია ერთად შეიკრიბოს და მოილაპარაკოს შეთანხმებაზე, რომელიც ბოლოს მოუღებს ძალადობას და გზას გაუხსნის კეთილდღეობას“, - დაწერა ტრამპმა.
ზელენსკი კი დაწერა, რომ ტრამპს მიულოცა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა და დაგმო მისი მკვლელობის მცდელობა პენსილვანიაში.