"ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ" - კამალა ჰარისი

22.07.24 10:33
"ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ" - კამალა ჰარისი

ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა კამალა ჰარისმა.

შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას.

„ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“, - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კენ მარტინი ხაზს უსვამს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისზე უფრო კვალიფიციური არავინ არსებობს.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. 

 

მსგავსი სიახლეები