ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, ამერიკელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ სურთ იყოს თეთრ სახლში - ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირის არ უნდა ჩაერიოს ამერიკელი ხალხის არჩევანში, თუნდაც თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვით კანდიდატების მიმართ, რადგან ამერიკელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ სურთ იყოს თეთრ სახლში.
ამერიკელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ სურთ იყოს თეთრ სახლში. აშკარაა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება ტრანსატლანტიკურ ურთიერთოებში იმის გათვალიწინებით, ვინ იქნება არჩეული. მაგრამ ეს ამერიკის მოაქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, არ მინდა ჩავერიო, ჩვენი როლი არ არის ვუკარნახოთ რა უნდა გააკეთონ და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება კანდიდატების მიმართ, ვინ სჯობს და ვინ არა", - აცხადებს ბორელი.
ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.