ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკული საზოგადოება დემოკრატიულად აირჩევს - ბრაჟე

22.07.24 13:23
ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკული საზოგადოება დემოკრატიულად აირჩევს - ბრაჟე

ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკული საზოგადოება დემოკრატიულად აირჩევს - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.

ბრაჟემ ასევე გაიხსნება შტატების ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მუშაობაც და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი "ძალიან კარგად მოქმედებდა ევროკაშირის თავდაცვაზე". 

თანამშრომლობა და ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია, უკრაინისა მხარდაჭერის და რუსთის შეჩერების კუთხით, ასევე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მხარდაჭერის მიმართულებით. ჩვენ ისევ ვემხრობით პრეზიდენტ ბაიდენის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკული საზოგადოება დემოკრატიულად აირჩევს. ევროკაშირის ისტორიაში ჩვენ ბევრი სხვადასხვა პარტნიორი გვყავდა თეთრი სახლიდან, ამიტომ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც აირჩევენ. მოდით გავიხსენოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან კარგად მოქმედებდა ევროკაშირის თავდაცვაზე, ის უფრო მეტს ფულს და ჯარს დებდა ევროპაში. არ ველოდები სურპრიზებს, იქნება განსხვავებული თუ ეს მოხდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის", - აცხადებს ბრაჟე.

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.  ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

მსგავსი სიახლეები