ვიცი, რომ ჯო არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორია ამერიკისთვის - ობამა

22.07.24 13:42
ვიცი, რომ ჯო არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორია ამერიკისთვის - ობამა

ვიცი, რომ ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორი იყო ამერიკისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას.

ობამა ამბობს, რომ ბაიდენს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან. 

ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან. ვიცი, ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორი იყო ამერიკისთვის. ეს არის ჯო ბაიდენის სამშობლოს სიყვარულის დადასტურება და ნამდვილი საჯარო მოხელის ისტორიული მაგალითი, რომელიც კიდევ ერთხელ აყენებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს საკუთარზე წინ”, - აცხადებს ობამა.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.  ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.