გადადგება თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე?

22.07.24 15:45
გადადგება თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე?

გადადგება თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე? მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, რესპუბლიკურმა პარტიამ მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ბაიდენის კონკურენტებს მიაჩნიათ, რომ პრეზინდეტს საკუთარი მოვალეობის შესრულება არ შეუძლია.  

თუ ჯო ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის პოსტისთვის. ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. 5 ნოემბერი საკმარისად მალე ვერ მოვა", - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი. 

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება.  ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

მსგავსი სიახლეები