იქნება თუ არა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისი? - შტატებში განხილვაა
შეერთებულ შტატებში განხილვის მთავარი თემაა, თუ ვინ იქნება დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი და დადებს თუ არა პარტია ფსონს კამალა ჰარისზე? საარჩევნო კამპანიის სპონსორების მხარადჭერა ჰარისს უკვე აქვს. მას შემდეგ, რაც ის სავარაუდო კანდიდატად დასახელდა, დემოკრატების საარჩევნო კამპანია 55 მილიონი დოლარით დაფინანსადა.
მე ტაშს ვუკრავ ბაიდენის გადაწყვეტილებას. ჩვენ მადლობას ვუხდით მას გაწეული სამსახურისთვის და კამალა ჰარისის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადებისთვის, რომელიც ვფიქრობ, რომ შტატებისთვის შესანიშნავი პრეზიდენტი იქნება. მე ვთხოვ პენსილვანიელ დემოკრატებს, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ მას", - ამბობს დემოკრატების წევრი.
ამის პარალელურად კი, ამერიკის პრეზიდენტის შეიძლება ითქვას, რომ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გარეკანის ფოტო შეცვალა, სადაც ის კამალას ამერიკის პრეზიდენტად ლობირებს.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.