როგორ აფასებს კრემლი კამალა ჰარისის კანდიდატურას? - პესკოვის კომენტარი
როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში - კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და კამალა ჰარისს შორის არც ერთი კონტაქტი არ ახსოვს.
იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.