კამალა ჰარისის რეიტინგი იზრდება - რა პროგნოზები აქვთ შტატების ანალიტიკურ წრეებში
ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა და ის ფაქტობრივად უკვე ტრამპისას უტოლდება.
"სიენენი" და ყველა გავლენიანი მედია წერს, რომ მას უკვე 2000-მდე ამერიკელი დემოკრატის მხარდაჭერა ოფიციალურად აქვს, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატების ყრილობაზე, რომელიც 19 აგვიტოს არის დააანონსებული, ის პარტიის ერთადერთი ფავორიტი იქნება. იმუქრება ტრამპი, თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მისთვის ჰარისი ერთადერთი საშიში და მოულოდნელი კანიდადტია და მის საარჩევნო კამპანიას მოუმზადებელი და კომპრომანტების გარეშე ხვდება.
ძალიან უცნაურია, რომ ტრამპი ასე მოუმზადებელი ჩანს ამ ყველაფრისთვის, რადგან ბოლო 5 კვირის მანძილზე ჩანდა, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. რომ ბაიდენი 5 ნოემბრამდე ვერ გააგრძლეებდა კამპანიას და რომ მისი შემცვლელი ვიცე-პრეზიდენტი იქნებოდა. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დიდი ხანია დაიწყო. ძალიან ჩამოუყალიბებლები არიან იმაზე, თუ რა მესიჯებს აამოქმედებენ ჰარისის წინააღმდეგ. როცა ტრამპი მას ქვასავით სულელს უწოდებს , არ ვფიქრობ რომ ეს მისთვის სტრატეგიული მესიჯია. მას მუდმივად ერთი და იმავე ტიპის თავდასხმები აქვს ქალების წინააღმდეგ, რომ მაგალითად გონებრივად არასტაბილურია, ან სუსტია ან არ შეუძლია ამის გაკეთება. არის რისკი რომ ტრამპი ამაზე შორს წავა", - ამბობს CNN-ის პოლიტიკური ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. აშშ-ს პრეზიდენტმა სოციალური მედიით გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნულის შესახებ იტყობინება. ბაიდენი მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.