ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა - ბელარუსის პრეზიდენტი პუტინს შეხვდება

25.07.24 12:03
ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა - ბელარუსის პრეზიდენტი პუტინს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში გაემგზავრა - ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტას" ცნობით, ლუკაშენკო სამხედრო დანაშაულებში მონაწილე ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ორი ქვეყნის მეთაური ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების განვითარების აქტუალურ საკითხებს, სამოკავშირეო პროექტების ხელშეწყობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხებს განიხილავენ“, - წერს სააგენტო.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კრემლში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს მასპინძლობს.

პუტინის პრესსამსახურში ამბობენ, რომ 24 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები