“რუსეთის თვითგანადგურების კონცეფციის ავტორი თავად პუტინია“ - მიხაილ პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ნებისმიერი ესკალაციის პირველწყარო რუსეთის აგრესიაა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება.
მისი თქმით, რუსეთში ფიქრობენ, რომ მათზე შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები არ ვრცელდება, ამიტომ შეუძლიათ დაუსჯელად დაესხან თავს მეზობელ სახელმწიფოებს და თვალთმაქცურად მოითხოვონ საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს.
კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე პირველი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ზელენსკის თქმით, ყველა ხედავს, რომ უკრაინულმა ჯარმა იცის, როგორ გააოცოს საზოგადოება და მიაღწიოს შედეგს.
საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. მათი მტკიცებით, კურსკის მიმართულებით გარღვევის მცდელობები შეჩერებულია.