მექსიკის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი ინაუგურაციაზე ჩავა, მას არ დააპატიმრებს

მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით,ოქტომბერში, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პუტინი თუ ჩავა, მას არ დააპატიმრებს.
„როიტერის“ ინფრომაციით, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა უკრაინის თხოვნა, პუტინის დაპატიმრებაზე, უარყო.
ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ეს არაა ჩვენი საქმე“, - განაცხადა ობრადორმა.
ცნობისთვის, უკრაინამ მექსიკის მთავრობას სთხოვა, დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება.
საელჩომ ქვეყანას შეახსენა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაცემული აქვს პუტინის დაპატიმრების ორდერი.
ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის მთავრობამ იცის ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაში და იძულებით დეპორტაციაში.მისი დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქცია მოქმედებს მექსიკაში“, - ეწერა განცხადებაში.