ლუკაშენკომ პუტინის გეგმები გაამხილა - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს

18.08.24 15:13
ლუკაშენკომ პუტინის გეგმები გაამხილა - რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს - ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ "რასიასთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც ბელარუსის ლიდერმა მოკავშირე პუტინის გეგმები გაამხილა.

ლუკაშენკომ უკრაინაში რუსეთის დიქტატორის მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვარი დანაღმულია, რომლის გადაკვეთასაც უკრაინელი მებრძოლები, მხოლოდ და მხოლოდ, დიდი დანაკარგის შემთხვევაში შეძლებენ.

ამასთან, ბელარუსის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდა და მუქარა გააჟღერა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა განადგურდება. 

უკრაინის საზღვარი დანაღმულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები მის გადაკვეთას მხოლოდ დიდი დანაკარგებით შეძლებენე. უკრაინის მხრიდან ესკალაცია უბიძგებს რუსეთს, მიიღოს ასიმეტრიული ზომები. საუბარია, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. მინსკი და მოსკოვი ხედავენ, სად შეიძლება განხორციელდეს აგრესია საკავშირო სახელმწიფოების წინააღმდეგ. დასავლეთისგან ბელორუსის დასავლეთ საზღვრის დაცვა შემუშავებულია მინსკისა და მოსკოვის მიერ. საჭიროების შემთხვევაში, ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს შეტევით. უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს იმით, რაც მიღწეული იქნა სტამბოლში. პუტინი და რუსული ჯარები დაანგრევენ უკრაინელ სამხედროებს კურსკის რეგიონში. დასავლეთს შეუძლია, უშუალოდ შეიყვანოს თავისი სამხედრო ნაწილები უკრაინაში. უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე 120 სამხედროა განთავსებული", - ამბობს ლუკაშენკო. 

შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის, "რია ნოვოსტის" ცნობით, ოფიციალურმა მინსკმა კურსკის ოლქში უკრაინელების სამხედრო მოქმედებებზე საპასუხო ზომები მიიღო და ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ნაწილები განათავსა.

რუსული პრესა იტყობინება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, მინსკი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ბელორუსის ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღით უკრაინის მიმართულებით დარტყმები განახორციელოს. 

ცნობისთვის, რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზეუკრაინა 6 აგვისტოდან შეტევას ახორციელებს. მეტიც, კურსკის ოლქში უკრაინელები უკვე ასეულობით დასახლებას აკონტროლებენ.