უკრაინის საზღვრის დაცვა: ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის პრესსპიკერი, ანდრეი დემჩენკო ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე ვითარება უცვლელია.
ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე ვითარება უცვლელია. როგორც ვხედავთ, არ იცვლება ლუკაშენკოს რიტორიკაც, რომელიც მუდმივად ამძაფრებს სიტუაციას რეგულარული პერიოდულობით, ტერორისტული ქვეყანის საამებლად", - აღნიშნა დემჩენკომ.
რუსული მედიის, "რია ნოვოსტის" ცნობით, ოფიციალურმა მინსკმა კურსკის ოლქში უკრაინელების სამხედრო მოქმედებებზე საპასუხო ზომები მიიღო და ბელარუსმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 120 ათასი ჯარისკაცი და სამხედრო ნაწილები განათავსა.