გადამწყვეტი ქმედება ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორიზმის საფრთხისგან - ისრაელის პრეზიდენტი

25.08.24 14:22
გადამწყვეტი ქმედება ასახავს ისრაელის უფლებას, დაიცვას  თავი ტერორიზმის საფრთხისგან - ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, ისრაელის მიერ დღეს დილით "ჰეზბოლას" წინააღმდეგ განხორციელებული გადამწყვეტი ქმედება ქვეყნის მოვალეობას შეესაბამება, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

ისააკ ჰერცოგმა ისრაელელ სამხედროებს და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

გადამწყვეტი ქმედება, რომლის მოწმეებიც დღეს დილით გავხდით, ასახავს ისრაელის უფლებასა და მოვალეობას, დაიცვას საკუთარი თავი და მოქალაქეები ტერორიზმის საფრთხისგან.

ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის ძალებში მყოფი ჩვენი ქალიშვილებისა და ვაჟების მიმართ, ასევე უსაფრთხოების, საგანგებო და სამაშველო სამსახურების მიმართ ყველა საბრძოლო ფრონტზე მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის“, - წერს ისრაელის პრეზიდენტი.

ოფიციალურ თელავივში ამბობენ, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამინი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნე ის ადგილები იყო, საიდანაც დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.  

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმის შესაძლო განმეორების გამო, მომდევნო 48 საათით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.