როგორ ფიქრობთ, ამჯერად დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები პარიზს დუროვის გათავისუფლებას მოსთხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ? - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა Telegram-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პაველ დუროვის საფრანგეთში დაკავებას ეხმაურება.
ზახაროვა აცხადებს, რომ საინტერესოა, გაჩუმდებიან თუ არა დასავლური უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც, ზახაროვას თქმით, 2018 წელს რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, შეეწყვიტა Telegram-ის მუშაობისთვის დაბრკოლებების შექმნა.
როგორ ფიქრობთ, ამჯერად ისინი პარიზს მიმართავენ და დუროვის გათავისუფლებას მოითხოვენ, თუ ენას ჩაყლაპავენ?
არ არის საჭირო ჩვენს დიპლომატებს შევახსენოთ მათი ფუნქციური პასუხისმგებლობა", - ამბობს ზახაროვა.
24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მედია ავრცელებს.
გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მილიარდელს ხელბორკილები მას შემდეგ დაადეს, როდესაც ის პირადი თვითმფრინავიდან გადმოვიდა.