Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

25.08.24 14:52
Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი თელ-ავივისა და ბეირუთის მიმართულებით დღეს და ხვალ ფრენებს აჩერებს - ავიაკომპანიის განმარტებით, შეზღუდვა შესაძლოა, გაგრძელდეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება.

ამასთან, ტელეკომპანია Al Arabiya იუწყება, რომ ბეირუთის აეროპორტში ფრენების უმეტესობა გაუქმებულია და ზოგიერთი ავიარეისი იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაამისამართეს.

ცნობისთვის, ოფიციალურ თელავივში ამბობენ, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამინი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნე ის ადგილები იყო, საიდანაც დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.  

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმის შესაძლო განმეორების გამო, მომდევნო 48 საათით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.