განმეორდება თუ არა მეორე მსოფლიო ომის ენიგმას ისტორია? - ამერიკელი მოღვაწეების ყურადღების ცენტრში პაველ დუროვია

25.08.24 17:45
განმეორდება თუ არა მეორე მსოფლიო ომის ენიგმას ისტორია? - ამერიკელი მოღვაწეების ყურადღების ცენტრში პაველ დუროვია

განმეორდება თუ არა მეორე მსოფლიო ომის ენიგმას ისტორია? - ამერიკელი მოღვაწეების ყურადღების ცენტრში აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვია.

ამერიკელი პოლიტიკოსები და ყოფილი ტელეწამყვანები დაკავებული ტელეგრამის დამფუძნებლის გათავისუფლებას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ.

საფრანგეთმა დააკავა პაველ დუროვი, დაუცენზურებელი ტელეგრამის დამფუძნებელი, ახლა სიტყვის თავისუფლების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს", - ამბობს რობერტ კენედი უმცროსი.

ამერიკელი პოპულისტების კერპი, ტაკერ კარლსონი კი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პაველ დუროვის პლატფორმის გაკონტროლება არაერთხელ სცადა, მაგრამ ის, ვინც პირველი დააკავა, არა პუტინი, არამედ დასავლეთია. 

პაველ დუროვმა დატოვა რუსეთი, როდესაც ხელისუფლებამ სცადა მისი სოციალური პლატფორმის გაკონტროლება, მაგრამ საბოლოოდ პუტინი არ აღმოჩნდა ის, ვინც პაველი დააკავა იმისთვის, რომ ხალხს მისცა სიტყვის თავისუფლება. ეს ბაიდენმა და დასავლეთმა გააკეთეს. იგივე საფრთხე ელოდება ყველა პლატფორმის დამფუძნებელს, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არის აკრძალული. სიბნელე თავისუფალი სამყაროდან მოდის", - ამბობს ტაკერ კარლსონი. 

24 აგვისტოს, საღამოს, პარიზის შემოგარენში, ბურჟეს აეროპორტში აპლიკაცია "ტელეგრამის" აღმასრულებელი დირექტორი, პაველ დუროვი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მედია ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები