ზელენსკი: კურსკის ოლქში კიდევ ორ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ

26.08.24 10:38
ზელენსკი: კურსკის ოლქში კიდევ ორ დასახლებულ პუნქტს ვაკონტროლებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინამ კურსკის ოლქში კიდევ ორი დასახლებული პუნქტი აიღო.

ზელენსკი სირსკიზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპანტთა ტერიტორიაზე 1-დან 3 კილომეტრამდე წაიწიეს წინ.

ამასთან, 25 აგვისტოს საღამოს მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კიდევ ერთი დასახლებისთვის აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს. 

ცოტა ხნის წინ ვესაუბრე სირსკის. არის წინსვლა კურსკის ოლქში, 1-დან 3 კილომეტრამდე, ავიღეთ კიდევ 2 დასახლებული პუნქტი, მიმდინარეობს აქტიური ბრძოლა კიდევ ერთი დასახლებისთვის", - ამბობს ზელენსკი. 

ამ წუთებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს რუსები რაკეტებით ბომბავენ. 

მსგავსი სიახლეები