ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის დროს შუქი ჩაქრა - უკრაინის ქალაქებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
უკრაინის ქალაქებს ელექტროენერგია არ მიეწოდება - ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის დროს შუქი ჩაქრა.
"უკრენერგომ" უკრაინაში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვის რეჟიმის ამოქმედების განკარგულება გასცა. ამის შესახებ უკრაინის უმსხვილესი ენერგოკომპანია DTEK-ი იტყობინება.
მანამდე კიევის ზოგიერთ რაიონში მოხდა ელექტროენერგიის შეწყვეტა დედაქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ეს გამოწვეულია უკრაინულ ენერგეტიკულ ქსელში არსებულ ვითარებასთან.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო კიევში შეფერხდა წყალმომარაგებაც.
ამ წუთებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს რუსები რაკეტებით ბომბავენ.