რუსეთი უკრაინას ბომბავს - პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა
რუსეთი უკრაინას ბომბავს - პოლონეთმა ავიაცია მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა სოციალურ პლატფორმა X-ზე იტყობინება.
უწყების განცხადებით, დაწყებულია ყველა საჭირო პროცედურა ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ოპერატიული სარდლობა აღნიშნავს, რომ "დილიდანვე აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ, მათ შორის უკრაინის დასავლეთ ტერიტორიაზე".
ამ წუთებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს რუსები რაკეტებით ბომბავენ.