ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეტევა უკრაინაზე - დაღუპულია სულ მცირე 4 და დაჭრილია 11 ადამიანი (ბოლო ცნობები)

26.08.24 12:48
ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით შეტევა უკრაინაზე - დაღუპულია სულ მცირე 4 და დაჭრილია 11 ადამიანი (ბოლო ცნობები)

სულ მცირე 4 დაღუპული და 11 დაჭრილი - რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა. 

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, „კინჯალები“ გამოიყენა.

„რუსეთის მიერ დღეს განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად 15 ოლქი დაზიანდა. მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა: უპილოტო საფრენი აპარატები, ფრთოსანი რაკეტები, „კინჯალები“ - არიან დაშავებულები და დაღუპულები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს და მეგობრებს“, - აღნიშნა შიგალმა.

ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორი გახდა და სიტუაცია რთულია.

„სიტუაცია რთულია, მიმდინარეობს თავდასხმების შედეგების დადგენა, ენერგეტიკის მუშაკები უკვე მუშაობენ მათ აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამ წუთებში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს რუსები რაკეტებით ბომბავენ.