რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
რუსი საოკუპაციო ძალების მიერ უკრიანის ტერიტორიაზე მიტანილი მასიური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.
ცნობისთვის, გუშინ, 26 აგვისტოს, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული - ომში მყოფი ქვეყნის ქალაქებს რუსები რაკეტებით ბომბავდნენ.