რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

28.08.24 10:45
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა

უკრაინაში, კრივოი როგში მდებარე სასტუმრო "ავრორაზე" მიტანილი რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ოთხშაბათს დილით გაავრცელა ცნობა, მაშველებმა მეოთხე დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

ცნობილია, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად 6 მაღაზია, 4 საცხოვრებელი კორპუსი და 8 მანქანა დაზიანდა.

მსგავსი სიახლეები