უკრაინამ 28 აგვისტოს რუსეთში 2 ნავთობბაზაზე და საბრძოლო მასალის საცავზე მიტანილი იერიში დაადასტურა

29.08.24 10:07
უკრაინამ 28 აგვისტოს რუსეთში  2 ნავთობბაზაზე და საბრძოლო მასალის საცავზე მიტანილი იერიში დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 28 აგვისტოს ღამით როსტოვისა და კიროვის ოლქებში არსებულ ორ ნავთობბაზასა და ვორონეჟის ოლქში მდებარე რუსული ჯარების დაჯგუფება "დასავლეთის" საველე საარტილერიო საცავზე იერიში მიიტანეს. 

ცნობისთვის, გუშინ, 28 აგვისტოს გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინულმა ძალებმა საწვავის საცავი "როსრეზერვისსა" და "ატლასის ქარხანაზე" მიიტანეს იერიში, რომლებიც სახელმწიფო რეზერვების ფედერალურ სააგენტოს საკუთრებაშია.