უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

05.09.24 16:38
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საგარეო საქმეთა მინიტრის თანამდებობაზე ანდრეი სიბიგა დაამტკიცა.

სიბიგამ პოსტზე დმიტრო კულება ჩაანაცვლა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.

კულებამ მინისტრთა კაბინეტი საკუთარი ინიციატივით 2024 წლის 5 სექტემბერს დატოვა.

ანდრეი სიბიგა 2016-2021 წლებში იყო უკრაინის ელჩი თურქეთში. 2024 წლის 12 აპრილიდან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

მსგავსი სიახლეები