ვლადიმერ პუტინის განცხადება უპასუხისმგებლობაა - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყნის ბირთვული დოქტრინის შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას “სრული უპასუხისმგებლობა“ უწოდა.
ეს სრული უპასუხისმგებლოა. ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა“, - განაცხადა ბლინკენმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება და რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.