ზელენსკი ტრამპს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალ ტრამპს შეხვდა - "The Washington Post-ის" ცნობით, მხარეებმა აუდიენციაზე რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.
ვფიქრობ, საერთო ხედვა გვაქვს იმაზე, რომ ომი უკრაინაში უნდა შეჩერდეს და პუტინმა არ შეიძლება რომ გაიმარჯვოს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და თქვენთან „გამარჯვების გეგმის“ დეტალების განხილვა მსურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ორივე სახელმწიფოს ლიდერებთან იმუშავებს.
ეს ქვეყანა ჯოჯოხეთს გადის… ამ საშინელი სიტუაციის მსგავსი არაფერი მინახავს“, - განაცხადა ტრამპმა.