ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს - ნეთანიაჰუ

27.09.24 19:22
ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას და დისკუსიას გააგრძელებს.

ჩვენი გუნდები შეიკრიბნენ, რათა აშშ-ის ინიციატივა განეხილათ, თუ როგორ მივაღწიოთ საერთო მიზანს - ადამიანების უსაფრთხოდ დაბრუნება სახლებში. ჩვენ ამ დისკუსიებს უახლოეს დღეებში გავაგრძელებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც გამოცემა "Reuters" იტყობინება, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტაზე გლობალური მოწოდებები უარყო.