ინდონეზიაში არალეგალურ ოქროს საბადოში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია 15 ადამიანი
ინდონეზიაში, ქალაქ პადანგში მდებარე არალეგალური ოქროს საბადოში მეწყერი ჩამოწვა - დაღუპულია 15 ადამინაი.
მედიის ცნობით, ადგილობრივები საბადოში ოქროს უკანონოდ მოიპოვებდნენ. შემთხვევისას ადგილზე 25 ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 3 ადამიანის ამოყვანა შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.