ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს - დაღუპულია სამი ადამიანი
რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი იტყობინება, რომ მაშველებმა ცხედრები ნანგრევების ქვეშ იპოვეს.
ქალაქზე რუსების მიერ დილას განხორციელებული სარაკეტო შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა", - დაწერა ტელეგრამის არხში დნეპროპეტროვსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.