თურქეთში ტურისტებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულია 6 ადამიანი

27.09.24 23:00
თურქეთში ტურისტებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავებულია 6 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, ტურისტებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოყვა - თურქული მედიის ცნობით,  მიკროავტობუსი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოდიოდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილს უკნიდან დაეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ბრიტანელი ტურისტი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზევე გაუწიეს, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ავტომობილებით, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.   

მსგავსი სიახლეები