რუსებმა სუმში არსებული სამედიცინო დაწესებულება ორჯერ დაბომბეს - დაიღუპა 6 ადამიანი

28.09.24 12:29
რუსებმა სუმში არსებული სამედიცინო დაწესებულება ორჯერ დაბომბეს - დაიღუპა 6 ადამიანი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში სუმში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაზე ორჯერ მიიტანეს - "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, პირველი დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და საავადმყოფოს რამდენიმე სართული დაინგრა, რის შემდეგაც პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია დაიწყო.

ევაკუაციის დროს კი რუსებმა დაწესებულებას კიდევ ერთხელ დაარტყეს. დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელია, დაშავდა კიდევ ერთი სამართალდამცავი.

სუმში რუსებმა ორჯერ დაარტყეს სამედიცინო დაწესებულებას: ამ დროისთვის, 6 ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა კლიმენკომ.

მსგავსი სიახლეები