რუსი პოლკოვნიკი, რომელიც "შაჰიდის" დრონების სპეციალისტებს წვრთნიდა, სპეცოპერაციისას მოკლეს

28.09.24 16:45
რუსი პოლკოვნიკი, რომელიც "შაჰიდის" დრონების სპეციალისტებს წვრთნიდა, სპეცოპერაციისას მოკლეს

რუსი პოლკოვნიკი, რომელიც "შაჰიდის" დრონების სპეციალისტებს წვრთნიდა, 27 სექტემბრის ღამეს სპეცოპერაციისას მოკლეს.

ალექსეი კოლომეიცევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო ავიაციის 924-ე სახელმწიფო ცენტრს ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით UNIAN-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლომეიცევის ლიკვიდაცია იყო ადგილობრივი წინააღმდეგობის ანტიკრემლისტური მოძრაობის  სპეცოპერაციის შედეგი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან კოორდინაციით.

 

მსგავსი სიახლეები