რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა - არიან დაშავებულები, დანგრეულია სახლები

29.09.24 14:05
რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა - არიან დაშავებულები, დანგრეულია სახლები

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. დარტყმების შედეგად უკრაინის ქალაქში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ოკუპანტებმა მოსახლეობაზე იერიში მართვადი საავიაციო ბომბებით მიიტანეს. ნასროლია 13 ბომბი, დაშავებულებიდან ერთი 17 წლის ბიჭია.