უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ჩავიდა - ანდრი სიბიჰა პიტერ სიიარტოს შეხვდა

30.09.24 20:42
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ჩავიდა - ანდრი სიბიჰა პიტერ სიიარტოს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა, სადაც უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა უნგრული თემის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ორმხრივ ვალდებულებებს ადასტურებს.

მე ავუხსენი ჩემს კოლეგას ფრონტზე შექმნილი სიტუაცია. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და სანქციების პაკეტზე თანხმობისთვის. დიდად ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნგრეთისგან იღებს ამ რთულ დროს, ამას არასდროს დავივიწყებთ“, -   განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები