ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო - მედია

01.10.24 00:08
ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო - მედია

ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ მცირე სახმელეთო შეტევები დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. როგორც ცნობილია, ისრაელმა ჩრდილოეთის სამი თემი "დახურულ სამხედრო ზონად" გამოაცხადა. 

მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისრაელმა შეატყობინა აშშ-ს რეიდების შესახებ.