ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა- მეთიუ მილერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ აცნობა.
მეთიუ მილერის თქმით, ოპერაციები ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ არის მიმართული.
მათ რამდენიმე ოპერაციის შესახებ გვაცნობეს. ამ დროისთვის, მათ გვითხრეს, რომ ესენი მცირე მასშტაბის ოპერაციებია, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ ამ ოპერაციების შესახებ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ოპერაციების დროის, მიზნებისა და ტემპის შესახებ მათ უნდა ისაუბრონ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.