ციურიხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში თავდასხმისას 3 ბავშვი დაშავდა

01.10.24 19:08
ციურიხის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში თავდასხმისას 3 ბავშვი დაშავდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, საბავშვო ბაღში თავდასხმისას 3 ბავშვი დაშავდა

ბრალდებული 23 წლის ჩინელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ის ბავშვების ჯგუფს თავს იმ დროს დაესხა, როცა თანამშრომელს ცენტრში მიჰყავდა.

ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი არ დასახელებულა.