ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, ირანი ისრაელზე თავდასხმას სავარაუდოდ, უახლოეს საათებში განახორციელებს
„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ ისრაელის მთავრობისა და აშშ-ს ორი ოფიციალური პირის განცხადებით, უახლოეს საათებში ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადება.
ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, აშშ-ს მთავრობამ ირანისგან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გადასცა.
თავდასხმა მოიცავს ისრაელის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებას. აშშ-ს ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ გამოყენებული იქნება ბალისტიკური რაკეტებიც. თავდასხმის სამიზნე იქნება სამი სამხედრო-საჰაერო ბაზა, ასევე დაზვერვის შტაბ-ბინა თელ ავივის ჩრდილოეთით, რომელიც დღეს საღამოს დაცალეს, წერს გამოცემა.
ირანმა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით მასობრივი შეტევა ბოლოს აპრილში განახორციელა.